სილაბუსი

ინოვაციური აზროვნების ტური აჭარაში

საერთო ხანგრძლივობა: 5 საათი
დაწყება: 12:00 ( მუნიციპალიტეტის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს )
დასრულება: 17:10

ყავის შესვენება: 14:30

12:00 – 14:30 | ინოვაციური აზროვნება და სტარტაპ იდეების გენერირება

ლექტორი: სანდრო კანდელაკი

  • ილიაუნის ლექტორი (8+ წლიანი გამოცდილება)
  • სტარტაპ სტუდენტჰანთის დამფუძნებელი
  • ტერა ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერი

მიმოხილვა:

  • ინოვაციური აზროვნების ძირითადი პრინციპები:
    • როგორ გამოვიყენოთ კრეატიული მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად.
    • ინოვაციური იდეების გენერირება და განვითარების სტრატეგიები, ინოვაციური აზროვნება.
    • ტექნოლოგიების ადაპტაცია ინოვაციებთან
    • დაფინანსების მოძიების შესაძლებლობები ინოვაციური პროდუქტის შესამნელად ( Gita, Angel investment, ვენჩურული ფონდები და ა.შ. ) 
  • სტარტაპ ეკოსისტემის შესაძლებლობები:
    • წარმატებული ქართული და საერთაშორისო სტარტაპების მაგალითები.
    • GITA-ს მხარდაჭერის პროგრამები რეგიონული სტარტაპებისთვის.

ინტერაქტიული აქტივობები:

  • პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის სავარჯიშოები.
  • ჯგუფური მუშაობა: ინოვაციური იდეების პრეზენტაცია.

14:30- 15:00 | შესვენება და კვება

15:00 – 16:30 | STEAM მიმართულებები და ხელოვნური ინტელექტი (AI/ML)

ლექტორი: გიორგი ხატიაშვილი

Sizmar.world-ის თანადამფუძნებელი, ლექტორი და დარგის ექსპერტი

მიმოხილვა:

  • STEAM განათლების მნიშვნელობა:
    • მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა (STEM) – მათი გავლენა ტექნოლოგიური განვითარების პროცესზე.
    • წარმატებული STEAM პროექტები და მათი რეალური გავლენა.
  • ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება (AI/ML):
    • AI-ის ძირითადი კონცეფციები: რა არის და როგორ მუშაობს.
    • მანქანური სწავლების გამოყენების სფეროები: ჯანმრთელობა, განათლება, ბიზნესი და სხვა.
    • AI-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც შეგიძლია გამოიყენო ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინტერაქტიული აქტივობები:

  • AI დემონსტრაცია: მარტივი მაგალითების გამოყენებით + პრაქტიკული ხელსაწყოები
  • ჯგუფური დისკუსია: რა გავლენა ექნება ტექნოლოგიებს მომავლის პროფესიებზე?

16:30 – 17:10 | ბათუმის ფაბლაბი – ინოვაციური შესაძლებლობები

მომხსენებელი: ბათუმის ფაბლაბის მენეჯერი

მიმოხილვა:

  • ბათუმის ფაბლაბის სერვისები და მოწყობილობები:
    • როგორ ვაქციოთ იდეები პროტოტიპებად?
    • ფაბლაბის ტექნოლოგიები: 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC მანქანა და სხვა.
  • როგორ ჩაერთოთ:
    • ფაბლაბის ტრენინგები, პროგრამები და პროექტებში მონაწილეობის პირობები.

ინტერაქცია:

  • კითხვები და პასუხები ბათუმის ფაბლაბის საქმიანობაზე.
  • მონაწილეების დაინტერესებული იდეების განხილვა და კონსულტაცია.