ინოვაციური ტური აჭარის რეგიონში

გახდი ინოვაციის ნაწილი აჭარაში

პროექტის შესახებ

ინოვაციური ტური აჭარაში

🚀პროექტის მიზანია, აჭარაში ახალგაზრდების დაინტერესება STEAM- ში შემავალი მიმართულებებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების გაუმჯობესება.
⏲️პროექტის ხანგრძლივობა თითოეული რეგიონში 5 საათია. 
📅პროექტი ჩატარდება 2025 წლის მაისი-ივნისის თვეში.

ადგილმდებარეობა

სად ჩატარდება პროექტი ?

პროექტის ჩატარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 6 მუნიციპალიტეტში :

  • 📍ბათუმი
  • 📍ქედის მუნიციპალიტეტი
  • 📍 ქობულეთის მუნიციპალიტეტი
  • 📍შუახევის მუნიციპალიტეტი
  • 📍ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
  • 📍ხულოს მუნიციპალიტეტი

ვინ უნდა ჩაერთოს ?

ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:

  • 🚀ხარ 14 წლის ან უფროსი
  • 🚀გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი გავლენა
  • 🚀გსურს, განავითარო ინოვაციური აზროვნება და შეისწავლო მომავლის პროფესიები
  • 🚀გინდა, ჩაერთო სტარტაპ ეკოსისტემაში და შექმნა უნიკალური პროდუქტი

მთავარი თემები

რას მოისმენთ ?

  • ინოვაციური აზროვნება და სტარტაპ იდეები
  • STEAM განათლება
  • ხელოვნური ინტელექტის (AI/ML) შესაძლებლობები
  • ბათუმის ფაბლაბის სერვისები

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივით, კომპანია კავკასიის მეწარმეობის ცენტრის და მასტერ ედუქეიშენის მიერ.

#იდეა ქმნის მომავალს 🚀