Startup Generation Senaki
თუ ცხოვრობ სამეგრელოს რაიონში და გსურს შექმნა ან განავითარო საკუთარი სტარტაპი, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
მიიღე მონაწილეობა “Startup Generation Senaki-ის” პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სენაკის ტექნოპარკის ინიციატივით, კომპანია მასტერ ედუქეიშენის მიერ.
დაეუფლე და განივითარე ინოვაციური აზროვნება, იდეების გენერირების უნარები, და გაიარე სტარტაპის შექმნის ძირითადი პრინციპები.
მონაწილეობისთვის აუცილებელია იყოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებული, 16 წელს ზემოთ, ახალგაზრდა.
პროექტის ფარგლებში:
1 კვირის განმავლობაში ჩაერთვებით ყოველდღიურ გადასამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებში მეწარმოების, ინოვაციების, ბაზრის ანალიზის, მარკეტინგული აქტივობების, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვის ბიუჯეტირებისა და Pitch-Deck მომზადების შესახებ;
ჩაგიტარდებათ დისტანციური მენტორშიპის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეები და შექმნათ ტექნოლოგიური პროექტები.
პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება დემო დღე, სადაც ჟიურისთან იდეების წარდგენის შემდგომ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მიიღებენ პრიზებს.
იდეა ქმნის მომავალს !