სილაბუსი
ინოვაციური აზროვნების ტური აჭარაში
საერთო ხანგრძლივობა: 5 საათი
დაწყება: 12:00 ( მუნიციპალიტეტის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს )
დასრულება: 17:10
ყავის შესვენება: 14:30
12:00 – 14:30 | ინოვაციური აზროვნება და სტარტაპ იდეების გენერირება
ლექტორი: სანდრო კანდელაკი
- ილიაუნის ლექტორი (8+ წლიანი გამოცდილება)
- სტარტაპ სტუდენტჰანთის დამფუძნებელი
- ტერა ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერი
მიმოხილვა:
- ინოვაციური აზროვნების ძირითადი პრინციპები:
- როგორ გამოვიყენოთ კრეატიული მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად.
- ინოვაციური იდეების გენერირება და განვითარების სტრატეგიები, ინოვაციური აზროვნება.
- ტექნოლოგიების ადაპტაცია ინოვაციებთან
- დაფინანსების მოძიების შესაძლებლობები ინოვაციური პროდუქტის შესამნელად ( Gita, Angel investment, ვენჩურული ფონდები და ა.შ. )
- სტარტაპ ეკოსისტემის შესაძლებლობები:
- წარმატებული ქართული და საერთაშორისო სტარტაპების მაგალითები.
- GITA-ს მხარდაჭერის პროგრამები რეგიონული სტარტაპებისთვის.
ინტერაქტიული აქტივობები:
- პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის სავარჯიშოები.
- ჯგუფური მუშაობა: ინოვაციური იდეების პრეზენტაცია.
14:30- 15:00 | შესვენება და კვება
15:00 – 16:30 | STEAM მიმართულებები და ხელოვნური ინტელექტი (AI/ML)
ლექტორი: გიორგი ხატიაშვილი
Sizmar.world-ის თანადამფუძნებელი, ლექტორი და დარგის ექსპერტი
მიმოხილვა:
- STEAM განათლების მნიშვნელობა:
- მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა (STEM) – მათი გავლენა ტექნოლოგიური განვითარების პროცესზე.
- წარმატებული STEAM პროექტები და მათი რეალური გავლენა.
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება (AI/ML):
- AI-ის ძირითადი კონცეფციები: რა არის და როგორ მუშაობს.
- მანქანური სწავლების გამოყენების სფეროები: ჯანმრთელობა, განათლება, ბიზნესი და სხვა.
- AI-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც შეგიძლია გამოიყენო ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ინტერაქტიული აქტივობები:
- AI დემონსტრაცია: მარტივი მაგალითების გამოყენებით + პრაქტიკული ხელსაწყოები
- ჯგუფური დისკუსია: რა გავლენა ექნება ტექნოლოგიებს მომავლის პროფესიებზე?
16:30 – 17:10 | ბათუმის ფაბლაბი – ინოვაციური შესაძლებლობები
მომხსენებელი: ბათუმის ფაბლაბის მენეჯერი
მიმოხილვა:
- ბათუმის ფაბლაბის სერვისები და მოწყობილობები:
- როგორ ვაქციოთ იდეები პროტოტიპებად?
- ფაბლაბის ტექნოლოგიები: 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC მანქანა და სხვა.
- როგორ ჩაერთოთ:
- ფაბლაბის ტრენინგები, პროგრამები და პროექტებში მონაწილეობის პირობები.
ინტერაქცია:
- კითხვები და პასუხები ბათუმის ფაბლაბის საქმიანობაზე.
- მონაწილეების დაინტერესებული იდეების განხილვა და კონსულტაცია.