AgriHacks 2025
დანერგე ინოვაცია აგრარულ სექტორში

პროექტის შესახებ
🌱 თუ ხარ ინოვატორი, დეველოპერი, ფერმერი ან უბრალოდ აგროტექნოლოგიების ენთუზიასტი — AgriHacks 2025 შენთვის არის!
🌍 ჩაერთე 48-საათიან ჰაკათონში, სადაც გუნდებს მოუწევთ სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე მუშაობა და პროტოტიპების შექმნა რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
👉 AgriHacks 2025 გაძლევს შესაძლებლობას, რომ შეიმუშავო ინოვაციური ბიზნეს იდეები, განავითარო აგრო მიმართულებით იდეები და მიიღო 10 000 ლარიანი გრანტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.
ადგილმდებარეობა
სად ჩატარდება პროექტი ?
პროექტი ჩატარდება ზუგდიდის ტექნოპარკში 25-26 ოქტომბერს.


ვინ უნდა ჩაერთოს ?
🚀 პროგრამაში მონაწილეობა სრულიად დაფინანსებულია!
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც არის 16 წელს ზემოთ და სურს ჩაერთოს სოფლის მეურნეობის სფეროს ინოვაციურ განვითარებაში.
🌱 არ არის აუცილებელი ტექნოლოგიური გამოცდილება — მთავარია შენი ხედვა და სურვილი, შექმნა პროტოტიპი, რომელიც აგრარულ გამოწვევებს რეალურად გადაჭრის!
ჰაკათონი
რას ფორმატით იმუშავებთ ?
მუშაობის ფორმატი იქნება ჰაკათონის სტილში – ინტენსიური, გუნდური და პრაქტიკული.
მონაწილეები განაწილდებიან გუნდებად და შაბათ-კვირის განმავლობაში იმუშავებენ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული რეალური გამოწვევების გადაჭრაზე.
👉 მენტორები თითოეულ გუნდს გაუწევენ კონსულტაციას იდეის განვითარებისთვის.
👉 უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო სივრცე, კვება, ინტერნეტი და საჭირო ტექნიკური რესურსები.
👉 საბოლოოდ, გუნდები წარადგენენ თავიანთ პროტოტიპებს ჟიურის წინაშე და გაიმარჯვებს საუკეთესო გადაწყვეტა.


პრიზები
რას მიიღებენ გამარჯვებულები ?
🎯 ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გადასცემს 10,000 ლარიან გრანტს პროექტის განვითარების მიზნით.
💡 დამატებით, პარტნიორებისგან ჰაკათონის მონაწილეებს ელოდებათ სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები და პროდუქტის განვითარების შესაძლებლობები!
☝️მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და იმისთვის რომ მიიღოთ შანსი, უნდა იჩქაროთ ფორმის შევსება :
პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ზუგდიდის ტექნოპარკის ინიციატივითა და დაფინანსებით, კომპანია მასტერ ედუქეიშენის მიერ.
#იდეა ქმნის მომავალს 🚀