EnergoHack 2025
დანერგე ინოვაცია ენერგეტიკის სექტორში

პროექტის შესახებ
⚡ თუ ხარ ინოვატორი, დეველოპერი ან უბრალოდ ენერგოსექტორის გულშემატკივარი — EnergoHack 2025 შენთვის არის!
🌍 ჩაერთე 48-საათიან ჰაკათონში, სადაც გუნდებს მოუწევთ ენერგეტიკის გამოწვევებზე მუშაობა და პროტოტიპების შექმნა რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
👉 Energo Hack 2025 გაძლევს შესაძლებლობას, რომ შეიმუშავო ინოვაციური ბიზნეს იდეები, განავითარო ენერგო მიმართულებით იდეები და მიიღო 10 000 ლარიანი გრანტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.
ადგილმდებარეობა
სად ჩატარდება პროექტი ?
პროექტი ჩატარდება კასპის ტექნოპარკში (სენაკი, დავით აღმაშენებლის ქუჩა) 6-7 სექტემბერს.


ვინ უნდა ჩაერთოს ?
🚀 პროგრამაში მონაწილეობა სრულიად დაფინანსებულია!
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც არის 16 წელს ზემოთ და სურს ჩაერთოს ენერგეტიკის სფეროს ინოვაციურ განვითარებაში.
⚡ არ არის აუცილებელი ტექნოლოგიური გამოცდილება — მთავარია შენი ხედვა და სურვილი, შექმნა პროტოტიპი, რომელიც ენერგეტიკულ გამოწვევებს რეალურად გადაჭრის!
ჰაკათონი
რას ფორმატით იმუშავებთ ?
მუშაობის ფორმატი იქნება ჰაკათონის სტილში – ინტენსიური, გუნდური და პრაქტიკული.
მონაწილეები განაწილდებიან გუნდებად და შაბათ-კვირის განმავლობაში იმუშავებენ ენერგეტიკულ სფეროში არსებული რეალური გამოწვევების გადაჭრაზე.
👉მენტორები თითოეულ გუნდს გაუწევენ კონსულტაციას იდეის განვითარებისთვის
👉 უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო სივრცე,კვება, ინტერნეტი და საჭირო ტექნიკური რესურსები
👉 საბოლოოდ, გუნდები წარადგენენ თავიანთ პროტოტიპებს ჟიურის წინაშე და გაიმარჯვებს საუკეთესო გადაწყვეტა


პრიზები
რას მიიღებენ გამარჯვებულები ?
🎯 ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გადასცემს 10,000 ლარიან გრანტს პროექტის განვითარების მიზნით.
💡 დამატებით, პარტნიორებისგან ჰაკათონის მონაწილეებს ელოდებათ სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები და პროდუქტის განვითარების შესაძლებლობები!
☝️მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და იმისთვის რომ მიიღოთ შანსი, უნდა იჩქაროთ ფორმის შევსება :
პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კასპის ტექნოპარკის ინიციატივითა და დაფინანსებით, კომპანია მასტერ ედუქეიშენის მიერ. პროექტის პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, გენერალური სპონსორი: ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
#იდეა ქმნის მომავალს 🚀